„გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი – 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც სასიხარულოა. ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა და მიმღებლობა ვაქცინაციის პროცესში და სანდოობა ამ პროცესთან მიმართებაში იზრდება, რაც მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მინისტრებისა და პარლამენტის წევრების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ვაქცინაციის პროცესს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან 6 მაისამდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 51 600 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსზე აცრები სამი ვაქცინით კეთდება, ესენია: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“.