weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტის 20-მდე დეპუტატი „სინოფარმით“ აიცრა

16:03 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021
ფოტოზე - რატი იონათამიშვილი ფოტოზე - რატი იონათამიშვილი

საქართველოს პარლამენტის 20-მდე დეპუტატი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინით – „სინოფარმით“ აიცრა. აცრილ დეპუტატებს შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები - ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე, ირაკლი სესიაშვილი, რიმა ბერიძე, თამარ ტალიაშვილი, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხელაშვილი, დავით კაჭარავა და ა.შ.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ვაქცინაცია არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ერთმანეთის წინაშე.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუქცევადი. ამიტომ, ჩვენი საერთო სოლიდარობა უნდა იყოს ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ პანდემიის დამარცხებაში. ამის ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინის გაკეთება“, – თქვა იონათამიშვილმა აცრის შემდეგ.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან მიმდინარეობს. ამ ვაქცინის გაკეთება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს შუძლიათ. 55 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც არის ხელმისაწვდომი.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ოფიციალური მონაცემებით, 15 მარტიდან 6 მაისამდე სულ 51 600 აცრა ჩატარდა. აქედან 7873 ადამიანი ორივე დოზით არის აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]