weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ერთობა, რაობა, იმედი“ – ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

16:45 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ (ერი), რომელიც მომავალში, როგორც კი ამის საჭიროება იქნება, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

როგორც ლევან ვასაძემ დღეს განაცხადა, მიიღო „პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“, რაც ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს.

„ამ ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით.

ჩემს თავს ვეკითხებოდი რა იყო ჩემთვის ბოლო წვეთი, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯი გადამედგა. ბოლო წვეთი ჩემთვის იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე/დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან.

ჩემი აზრით, ამ დოკუმენტში, გარდა ძალიან მძიმე გადაწვეტილებებისა დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა კიდევ უფრო (თუმცა ამაზე ცუდი რა უნდა იყოს) ქვეყნისთვის დამაზიანებელი რამ – ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა“, – განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, ცილს სწამებენ, როდესაც კრემლის აგენტობაში სდებენ ბრალს.

„მე ვარ მრავალი ცილისწამების მსხვერპლი, რომ ვარ რაღაც რუსეთის აგენტი და კრემლის აგენტი. რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა ვთქვა, ვიცი, რომ ეს კლიშე შეკვეთაა და ვერასდროს შეიცველა.

მწამებენ რა სულ ტყუილად ცილს ანტიდასავლელობაში, ან ანტიამერიკელობაში, ან ანტიევროპელობაში, ვიტყვი, რომ ესეც სრული სიცრუეა. მე ვარ აბსოლუტური მხარდამჭერი დონალდ ტრამპისა და იმ 80 მილიონი ამერიკელისა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ Make America Great Again, ანუ გავხადოთ ამერიკა ისევ ძლიერი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, „ერთობა, რაობა, იმედი“ სუვერენისტური, რეალისტური, ტრადიციონალისტური, ეროვნული მოძრაობაა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ, ძლიერი უფლებებით აღჭურვილ პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე ვარ მომხრე, რომ ჩვენ ვირჩევდეთ ჩვენს წარმომადგენლებს პირადად, რასაც დღეს საქართველოში მაჟორიტარული სისტემა ჰქვია და თითოეული ჩვენს მიერ არჩეული წარმომადგენელი (გინდა საოლქო-რეგიონალურ, გინდა საქვეყნო დონეზე) პერსონალურად იყოს პასუხისმგებელი ჩვენს წინაშე“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

ლევან ვასაძემ 16 მაისისთვის თბილისში აქციაც დააანონსა, მანამდე კი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და მომხრეებთან შეხვედრას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]