საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 13 მაისიდან ავიაკომპანია ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით კვირაში ორჯერ იფრენს.
„უკვე თვის ბოლოს, ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ ორ ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი – 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
14 მაისიდან Wizz Air-ი რეგულარულ ფრენებს ლატვიის დედაქალაქის, რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან გერმანიის ქალაქ დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას.