weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირების 300 შემთხვევა დაფიქსირდა – გაბუნია

15:24 პარასკევი, 07 მაისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ, „კოვიდ 19“-ით დაახლოებით 300 ადამიანი დაინფიცირდა.

„პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინაციის მიუხედავად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ინფიცირება და იყო შემთხვევები, დაახლოებით 300, როგორც „ფაიზერის“ პირველი დოზის, ისე „ასტრაზენეკას“ მიღების შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო მსუბუქი მიმდინარეობა და პაციენტები თავად აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით ამას მიაწერენ პირველ ვაქცინას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ახლა მსჯელობენ ვაქცინის მეორე დოზით ამ ადამიანების აცრასთან დაკავშირებით. 

„მათ ახლა ვუგეგმავთ მეორე დოზის მიღების რეჟიმს, ანუ როდისთვის იქნება შესაძლებელი მათთვის მეორე დოზის მიღება. ამ შემთხვევაში განსხვავებული რეჟიმია, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ დავაზუსტოთ, რამდენად სწრაფად შეგვიძლია შევთავაზოთ მათ მეორე დოზა. ის 120 დღე, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწესებული, რამდენადმე ხანგრძლივია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას უწევს, მაგალითად, ორ კვირას ან 30 დღეს. ამ დღეებში იმუნიზაციის საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს ამაზე, რომ ეს 300 ადამიანი ავცრათ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. 7 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 54 687 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]