weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„დიდი დალევა“ ვაქცინაციიდან საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის – გამყრელიძე

15:54 პარასკევი, 07 მაისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაზე ხშირი კითხვა, რასაც მოქალაქეები კორონავირუსზე აცრის შემდეგ სვამენ, არის ის, თუ როდის შეეძლებათ ალკოჰოლის მიღება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის შემდგომ ზომიერების ფარგლებში დალევა ნებადართულია.

„ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი - „როდის დავლევ?“ ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“, ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის.

მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზომიერების ფარგლებში, ისევე, როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, ხოლო თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ორ ვაქცინას – „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმს“ შორის აქვს.

„ასტარზენეკას“ დამატებით 43 ათასი დოზა შემოსულია და მაისის განმავლობაში კიდევ 43 ათასი დოზა შემოვა. რაც შეეხება „სინოფარმს“, სადღეისოდ მასზე გაკეთებულია 28 ათასი ჯავშანი. ამ ეტაპზე გვაქვს 50 ათასი ადამიანისთვის გამოსაყენებელი „სინოფარმის“ ვაქცინა. კარგად მიდის მოლაპარაკება „ფაიზერთან“ და თუკი ზაფხულში მასობრივი დოზები შემოვა, საუბარია მილიონ დოზაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 3089 ადამიანი აიცრა. 15 მარტიდან 7 მაისამდე, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 54 687აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]