weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მთავრობამ ვაქცინაციაზე ინფორმირებულობის გასაზრდელად სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა

18:29 პარასკევი, 07 მაისი 2021

„ვაქცინა გვიცავს!“ – ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი Provax.ge შექმნა.

ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

„ვებ-გვერდზე გაეცნობით პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ უნდა ჩავიტაროთ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორ უნდა დავრწმუნდეთ ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით  სამედიცინო პერსონალის აცრით დაიწყო. ამ დროისთვის ამ ვაქცინით 55 წლის ზემოთ მოქალაქეები იცრებიან. 25 მარტს საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა მიიღო, 3 აპრილს კი 100 000 დოზა ჩინური წარომების „სინოფარმი“. სამივე ვაქცინა ორდოზიანია.

15 მარტიდან, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 54 687 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]