weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კორონავირუსის 1564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა

11:57 შაბათი, 08 მაისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 27 384 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გუშინ, 7 მაისს, 1547 შემთხვევა იყო.

7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.71%-ია, ბოლო 14 დღის – 5.84%, ხოლო ბოლო 7 დღის – 6.71%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1564 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 900, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 162

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 115

აჭარა – 105

ქვემო ქართლი – 72

კახეთი – 64

შიდა ქართლი – 52

გურია – 36

მცხეთა-მთიანეთი – 31

სამცხე-ჯავახეთი –18

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 041 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 11 969 ინფცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 4284 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმეა 912 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათაგან 186 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 788 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 320 830 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 299 500 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4263 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]