weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში თავი მოიკლა 26 წლის ქალმა, რომელიც გაუპატიურების და მუქარის მსხვერპლი გახდა

17:00 შაბათი, 08 მაისი 2021

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბესიკ თორდუას. პროკურატურის მტკიცებით, მან ყაზახეთის მოქალაქე, 26 წლის ასელ აიტპაევა გააუპატიურა, რის შემდეგაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და დაიღუპა.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ქალი საქართველოში აპრილში, ნათესავის მიწვევით, სამუშაოდ ჩამოვიდა. გარდაცვლილის ნათესავის თქმით, 5 მაისს, ღამით, სიკვდილამდე ასელ აიტპაევამ მეგობრისთვის აუდიოჩანაწერის გაგზავნა მოასწრო, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მას მამაკაცი.

აღნიშნული აუდიოჩანაწერი დღეს ქართულ მედიაში გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცი ქალს შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და ემუქრება, რომ მდუღარეს გადაასხამს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად, მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ თორდუას 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]