weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმით“ აიცრა

14:04 ორშაბათი, 10 მაისი 2021

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ გაიკეთა.

„სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას - მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების; როდესაც იცი, რომ ისტორიულად ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების, როდესაც შენ ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვდილისგან, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებთან.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი კი გარდაიცვალა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 10 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 62 447 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.

ამ დროისთვის მოქალქეებისთვის ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“ (55 წლიდან მოქალაქეებისთვის) და „ფაიზერის“ (18 წლიდან) ვაქცინები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]