weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კასპის რაიონის სოფელ გორაკასთან ოკუპანტები ტყეს ჩეხავენ

18:21 ორშაბათი, 10 მაისი 2021
კადრი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ვიდეოდან კადრი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ვიდეოდან

კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გორაკასთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ. ანტისაოკუპციო მოძრობის დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, მათ მიერ ე.წ. საზღვარი 100-150 მეტრით არის გადმოწეული და ტყეს ჩეხავენ. 

ქაცარავას ინფორმაციით, ბორდერიზაციის პროცესი სულ მცირე ბოლო ათი დღეა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ტყეში გადააწყდნენ ოკუპანტებს, რომლებიც ხეებს ღებავდნენ და ბორდერიზაციისთვის ნიშნულებს აკეთებდნენ.

„თუ ეს ლოგიკა გაგრძელდება და ოკუპანტები გააგრძელებენ ტყის გაკაფვას, ასეულობით ჰექტარს წაგვართმევენ, იმიტომ, რომ ეს გზა უნდა გადავიდეს გორაკადან ქვემოჭალის მიმართულებთ, ანუ სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ოკუპნატები თავისუფლად გრძნობენ თავს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – ამბობს ქაცარავა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ დრონით გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ზოლზე გაჩეხილი ტყე ჩანს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი დაადასტურეს. როგორც „რეგინფოს“ სუს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ში აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]