weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

13:56 სამშაბათი, 11 მაისი 2021
Mtisambebi.ge-ის ფოტო Mtisambebi.ge-ის ფოტო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის უკუდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. ისინი უკვე 85-ე დღეა „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.  

სოფელ შუქრუთში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ კორხნელის მაღაროს ამუშავებს, სახლები ნახევრად ან სრულად დანგრეულია, ეზოებში თვალუწვდენელი ღრმულებია გაჩენილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს სოფლის ქვეშ, მათი ნებართვის გარეშე მოიპოვებს. აქციის მონაწილეები ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ იმისთვის, რომ უსაფრთხო ადგილზე ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.

დაზარალებული სოფლის მცხოვრებლებმა დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მოითხოვეს.

შუქრუთის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები წინა წლებშიც არაერთხელ გამართა. გასულ წელს, აქცია ას დღეზე მეტხანს გაგრძელდა. შპს „შუქრუთი +“-მა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, პირობა დადო, ზარალს 6 თვეში შეისწავლიდა და კომპენსაციებს გასცემდა. გამოცემა „მთის ამბებთან“ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი იყო შუქრუთში მცხოვრები 285-ვე ოჯახის მდგომარეობის აღწერა, ზარალის დაანგარიშება, გადახდის გრაფიკის შედგენა და მოსახლეობისთვის გაცნობა.

„შუქრუთი +“-ის მფლობელი ნოდარ მიქაბერიძე აცხადებს, რომ სახლების ნგრევა მადნის მოპოვების სამუშაოებს არ უკავშირდება, მეწყერულ ზონაში მათი მდებარეობით და წარსულში მომხადრი მიწისძვრით არის გამოწვეული. მისივე თქმით, „შუქრუთი +“-მა 85 ოჯახს კომპენსაციის სახით, ჯამში, 1 200 000 ლარი გადაუხადა.

მიმდინარე წლის თებერვალში შუქრუთის მცხოვრებლებმა კორხნელის მაღაროსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, მოგვიანებით კი საწარმოს შესასვლელში ფარდული გააკეთეს. აქციის ხუთი მონაწილე პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ადგილობრივების პროტესტის გამო, მარტში მაღარო გაჩერებული იყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო და აქციის ოთხი მონაწილე საწარმოს მუშაობაში ხელის შეშლის მიზეზით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

 

ამ თემაზე გაეცანით ვრცლად:

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]