weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება – გადაწყვეტილება სავარაუდოდ მაისის ბოლოს გადაიხედება

14:24 სამშაბათი, 11 მაისი 2021

მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, ღამის საათებში, 21:00-05:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ამ საკითხზე განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას შესაძლოა მაისის ბოლოს გადახედონ.

„ახლა პიკში ვართ და ამდენად, ალბათ, არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის, კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ.

ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს , ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის პიკი, რაც ახლა მიმდინარე პერიოდში გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უკვე უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, რომ ეს მომენტიც დადგება. შემდეგ უკვე გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას“, –აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი გასული წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. რეგულაციის შესრულებას მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწევენ და სამართალდამრღვევ ფიზიკურ პირებს 2000 ლარით აჯარიმებენ.

რაც შეეხება დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ჩატარებული 28 532 ტესტის შედეგად, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]