ადგილობრივების ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით). აქედან 103 შემთხვევა კახეთში იყო, რის შედეგადაც დაიღუპა 11 და დაშავდა 146 ადამიანი.