weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1409 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 27

11:12 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 40 275 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1788 შემთხვევა იყო.

11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.5%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი – 5.82%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის – 5.48%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1409 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 744, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 149

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 149

აჭარა – 102

ქვემო ქართლი – 83

კახეთი – 59

შიდა ქართლი – 54

მცხეთა-მთიანეთი – 24

გურია – 21

სამცხე-ჯავახეთი – 13

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –11

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1256 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 16 341 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:

  • 11 338 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 4231 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. 872 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192;
  • 772 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 325 665 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 304 935 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4363 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]