არსებული ინფორმაციით, ავტომობილში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველში სულ 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით), რის შედეგადაც 94 ადამიანი დაიღუპა, 1613 კი დაშავდა. პირველო სამ თვეში ყველაზე მეტი – 539 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 26 მცხეთაში.