weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა – დაიღუპა ორი ადამიანი

19:54 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. ავტოსგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველში სულ 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით), რის შედეგადაც 94 ადამიანი დაიღუპა, 1613 კი დაშავდა. პირველო სამ თვეში ყველაზე მეტი – 539 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 26 მცხეთაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]