weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თავდაცვის კოდექსის პროექტით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადები მცირდება

18:16 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით.

ამ საკითხზე ჯუნაშერ ბურჭულაძემ დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. მისი თქმით, კოდექსის პროექტი ითვალისწინებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასაც.

„მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობები, კერძოდ, გაზრდილია წვრთნების ხარისხი, გაუმჯობესდა სოციალური პირობები. ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინიტროს სისტემაში, სავალდებულო სამსახურის ვადების შემცირებას და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედროების მომსახურებისა და რეზერვის შექმნა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

„ყველამ ვიცით და ვაღიარებთ, რომ სავალდებულო სამხერო სამსახურის დისკრედიტაცია ათობით წელია, ასვე ვთქვათ, გაჯერებულია. ამის გარდატეხაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ჩემი ზრით, ეს უნდა იყოს საქართველოს მთავარი იდეა. ჩვენ ყველა ერთად უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება ჩვენი ჯარის მიმართ. ვიცით, რომ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ჩვენი ინსტიტუცია, თუმცა წვევამდელების სამსახური, ეს ინსტიტუცია არის ასევე ერთად შესაცვლელი საზოგადოების თვალში. ერთად უნდა გავხადოთ პოპულარული ჩვენი სავალდებულო სამსახური“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, კოდექის პროექტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი პირები ისეთივე პირობებში იცხოვრებენ, როგორშიც ცხოვრობენ სამხედრო მოსამსახურეები. ამასთან, მათ ექნებათ საბრძოლო ქვედანაყოფის თუ მხარდამჭერი ქვედანაყოფის თავად არჩევის უფლება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტო ბოლო რამდენიმე წელია თავდაცვის კოდექსის შემუშავებაზე მუშაობს. პარლამენტისთვის ის წარდგენილი ჯერ არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]