weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ინტერნეტიზაციის პროექტი 2022 წლიდან დაიწყება

19:01 პარასკევი, 14 მაისი 2021

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2022 წელს დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ გურიაში განაცხადა, სადაც საპილოტე პროექტის განხორციელება დასრულდა.

თურნავას თქმით, შემდეგი საპილოტე პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტეში იგეგმება, სადაც 50 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა ივლისიდან დაიწყება.

„13 დასახლებული პუნქტში 10 500 ადამიანს შეექმნება შესაძლებლობა მიიღოს ფართოზოლოვანი შესაძლებლობები. მოგვიანებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან, ამას დაემატება ქობულეთის მუნციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11 ათასი ადამიანი.

მომავალი წლიდან, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გეგმაზომიერად გადავალთ შემდეგ რეგიონებზე. ეს იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 26 დასახლებული პუნქტი და 10 700 მომხმარებელი; ეს იქნება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი – ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 140 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, 16 დასახლებული პუნქტი და 7700 ადამიანს შეეძლება ისარგებლოს; ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები – სადაც 11 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს ამ მომსახურებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათელა თურნავას თქმით, მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა სოფლების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

„სწორედ ამიტომაც, მთავრობამ წამოიწყო 2021-2025 წლებში განსახორციელებელი ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს საქართველოში, იმ სოფლებს, რომლებიც დაცილებულია ურბანული ცენტრებიდან და ჯერ არ აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა. ეს არის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, ვინც მიიღებს წვდომას ოპტიკურ-ბოჭკოვან, ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში,

ჩვენი ამოცანაა ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის, ერთნაირი ხარისხის მომსახურება, მაღალი ხარისხის ინტერნეტი ყველგან.

ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების განათლებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რასაც სახელმწიფო ახორციელებს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ჩვენ ვავითარებთ ტურიზმს. მცირე საოჯახო სასტუმროების განთავსება გლობალურ ქსელში, საერთაშორისო საზოგადოებისა და ტურისტებისთვის გაცნობა საჭიროებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს. სულ უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ძალიან ნიჭირი ახალგზარდების მიერ გლობალურად მიწოდებული IT სერვისები. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვს“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ასაშენებელია 5000 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ექნება წვდომა ინტერნეტზე.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სადაც საპოლოტე პროექტის განხორციელება დასრულდა, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისებით.

ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში პროექტს Log-in Georgia სახელმწიფოს მიერ დაფუძნებლი ორგანიზაცია, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს. სოფლიო ბანკმა პროექტი 35.7 მილიონი ევროთი დააფინანსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]