weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა იანვარში, ცხინვალთან დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

11:36 შაბათი, 15 მაისი 2021

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე ალან ჯაფარიძე, რომელიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 10 იანვარს დააკავეს და პირობითი მსჯავრი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

მოქალაქის გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. უწყების ცნობით, ალან ჯაფარიძის უკანონოდ დაკავება განხორციელდა ოკუპირებული ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ. ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლება ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, „ცხელი ხაზის“ საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, – აცხადებენ სუს-ში.

ცხონვალში ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]