weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიური მსჯელობა მიდის ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევაზე

12:06 შაბათი, 15 მაისი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებაზე აქტიურად მსჯელობენ.

„აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებასთან დაკავშირებით. არის საუბარი დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია და უნდა დავიცადოთ ვიდრე პიკი გაივლის. პიკის გავლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება შემთხვევების სტაბლური კლება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმაბა.

„ამას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ამდენად, რაც არ უნდა პიკი გადავლახოთ და ეფექტურად გადავლახოთ მაისის ბოლომდე, პირბადე ჩვენთვის დარჩება დაცვის მთავარი საშუალება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 1576 ადამიანს დაუდასტურდა, 29 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 17 037 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა. საავადმყოფოში მყოფი 4258 პაციენტიდან 912-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]