weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

„კაცი ხარ თუ ქალი, ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო“ – მეუფის თავდასხმა სახალხო დამცველზე

17:17 შაბათი, 15 მაისი 2021

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ქადაგებისას შეურაცხყოფა მიაყენა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და კიდევ ერთხელ გააკეთა დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და ტრასფობიური განცხადებები. მისი თქმით, „არავის საქმე არ არის ეკლესიის საქმეში ცხვირის ჩაყოფა“.

„უნდა შევამოწმოთ ეკლესიაო – ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? აი, წარმოიდგინეთ, ყრუმ და მუნჯმა რომ თქვას, უნდა შევამოწმო ამ კაცმა იცის თუ არა კარგი ლაპარაკიო. ეს ხომ სასცილოა. შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში, პი***სტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია, ერთ სიბრტყეზე აყენებ ჰომოსექსუალისტებს, კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ჩაუწერე შიგნით. შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო შე ბრმა, შე ყრუ, რომელიც ელემენტარულ რამეს - კაცს და ქალს ვერ ანსხვავებ ერთმანეთისგან. ბრმა ბრმას რომ წინ წარუძღვესო, ორივე მთხრებელში ჩავარდებაო. კაცი ხარ თუ ქალი ხარ, ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო, კაცო?! მაგრამ დავალებული გაქვს შენი ძმაკაცებისგან, საზღვარგარეთიდან“, – განაცხადა მეუფე პირიდონმა 14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს, ქადაგებისას.

მთავარეპისკოპოსი ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“ ის ფაქტი, რომ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით გაეროს მიმართეს.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, გაეროში უჩივლეს ნინოწმინდის ბავშთა სახლს. რომელ გაეროში, რომლის გენერელურმა მდივანმა კონჩიტა გამოიყვანა, ამღერა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო. ტრანსგენდერ ქალს.

რატომ? იმიტომ, რომ ანტიქრისტე მოჰყავთ, ეშმაკი მოჰყავთ და უნდათ რომ აკურთხონ მეფედ იერუსალიმში და მსოფლიოს შესთავაზონ, ეს არის თქვენი მესია და ქრისტეო. საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს და თქვენ მათი აგენტები ხართ. თქვენ მათი მსახურები ხართ. საქართველოში ეშმაკი და ანტიქრისტე ვერ დაიდგამს ტახტს და გაწიული ხართ, შვილებო, დასაღუპად, თუ არ მოტრიალდებით, არ მოხვალ ეკლესიაში და არ შეინანებთ.  

ვლოცულობთ თქვენთვის, რომ მოტრიალდეთ, მოხვიდეთ ეკლესიაში, შეინანოთ. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის დაიღუპება“, – განაცხადა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა.

ერთი თვის წინ სწორედ მეუფე სპირიდონის კურთხევით არ შეუშვეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც მათ მონიტორინგის განხორციელება სურდათ. ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. კომიტეტმა საჩივარი დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობას პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები, არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

 

ამ თემაზე:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება – ნაცვლიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]