ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით). აქედან 103 ავტოავარია კახეთში იყო, რის შედეგადაც დაიღუპა 11 და დაშავდა 146 ადამიანი.