weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. კომენდანტის საათი დღეიდან 23:00 საათზე ამოქმედდება

14:00 ორშაბათი, 17 მაისი 2021

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან შემსუბუქდება, თუმცა გამკაცრდება მის დაცვაზე კონტროლი. ამის შესახებ საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„საქართველოს მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში.

მივმართვთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე.

განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც პირებს თუ ორგანიზაციებს ჰქონდათ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ანუ მათ ამ უფლების მოპოვება თავიდან არ დასჭირდებათ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ე.წ. კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება – დღეიდან ავტობუსები, მეტრო და მიკროავტობუსები მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურებიან.

გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფიზიკური პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]