weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დმანისის შესასვლელში მოქალაქეს პოლიციის თვალწინ სცემეს

19:01 ორშაბათი, 17 მაისი 2021

დმანისის შესასვლელში, სადაც გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, ვითარება პერიოდულად იძაბება. ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა პოლიციის თვალწინ სცემა მოქალაქეს, რომელიც მათგან გარბოდა. პოლიციის სამი თანამშრომელი მოძალადეების შეჩერებას უშედეგოდ ცდილობდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ჩხუბის მონაწლილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი გადამღები ჯგუფის წევრებსაც - ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს.

ორასამდე ადამიანი რამდენიმე საათია დმანისში შესვლას ცდილობს. მათ შორის იმ ადამიანების მხარდამჭერებიც არიან, რომლებიც გუშინ, დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ და სავარაუდოდ, პოლიციის მიერ არიან დაკავებული. სამართალდამცველები მოქალაქეებს ქალაქში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. საავტომობილო გზა პოლიციის ავტობუსს აქვს გადაკეტილი.  

დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ორი ჯგუფის ჩხუბი ჩანს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად მიცემაზე.

გუშინდელი დაპირისპირება დღეს დმანისის ქუჩებში გაგრძელდა. ჯოხებით, ხელკეტებით, თოხებითა და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დასდევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს მოქალაქეები ქუჩაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია გუშინდელ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. შსს მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა „ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]