weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დმანისში საპოლიციო ძალები დარჩებიან და იქნება კონტროლი – გომელაური

23:01 ორშაბათი, 17 მაისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაპირისპირებული მხარეების შერგების შემდეგ განაცხადა, რომ დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები დარჩებიან და ვითარებას გააკონტროლებენ. მინისტრის თქმით, ინციდენტი დღეს ამოწურულია.

„შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, ასე ვთქვათ და იმედია, აღარ გაგრძელდება. ჩვენ საპოლიციო ძალებს ვტოვებთ. რა თქმა უნდა, რაღაც მასშტაბით დარჩებიან, არა როგორც ყოველთვის არის ხოლმე, ჩვეულებრივ დროს. დამატებითი ძალები დარჩებიან და იქნება კონტროლი. 100%-იანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამოიწუროს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის გუშინ, მაღაზიასთან მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის.

„გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები. გამოძიება მიდის, შეიძლება ისეთი ფაქტი იყოს, რომ დასაკავებელი გახდნენ ადამიანები“, – აღნიშნა გომელაურმა.

დმანისში ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის გუშინ დაწყებული კონფლიქტი შერიგებით დასრულდა. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს, სადაც მათი, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]