weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პეკინის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

09:52 სამშაბათი, 18 მაისი 2021

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით მეექვსე სართულიდან ქალი გადმოხტა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, ცეცხლი მეხუთე სართულზე გაჩნდა და ზედა სართულებზეც გავრცელდა. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის, არასრულწლოვნებიც იყვნენ.

„იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ხანძრის ლოკალიზება, რამაც აგვარიდა თავიდან ხანძრის გავრცელება. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე ევაკუაცია“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება მაღალი სართულიდან ქალის გადმოხტომის შესახებ ინფორმაციას, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გამოძიება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]