დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.26%-ია, ბოლო 14 დღის – 4.85%, ბოლო 7 დღის კი – 3.72%.
კორონავირუსის 1562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 893, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 136
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 123
აჭარა – 102
ქვემო ქართლი – 98
კახეთი – 75
შიდა ქართლი – 52
მცხეთა-მთიანეთი – 35
გურია – 31
სამცხე-ჯავახეთი – 10
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 567 აქტიური მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:
- 10 562 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
 - 4343 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 917 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 212 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
 - 662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
 
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 332 441ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 312 349 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4499 ადამიანი.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 