weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ

12:09 სამშაბათი, 18 მაისი 2021

ბორჯომში, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, ქარხნებში სამუშაო პროცესი პარალიზებულია.

ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან გაფიცული თანამშრომლების საპროტესტო აქცია დილით დაიწყო და მასში დაახლოებით 300-მდე ადამიანი მონაწილეობს. 

„ჩვენ ვითხოვთ შრომის პირობების გაუმჯობესებას. ორ თვეზე მეტია მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ნაწილს დაუკმაყოფილეს მოთხოვნები. რაც გვიწერია ხელშეკრულებაში, იმის ნახევარს გვაძლევენ, დანარჩენი ჭამასა და მგზავრობაზე არ გვყოფნის და ამას გვითვლიან“, – აცხადებენ გაფიცული თანამშრომლები.

მათივე თქმით, ქარხნებში არასაკმარისი მუშახელის გამო, შესვენების დროის გამოყენებას ვერ ახერხებენ.

„აქ ადამიანები მუშაობენ 5-6 წელია და ამ ხნის განმავლობაში ერთი დღე არ დაუსვენიათ. ერთ დასაქმებულს სამი და ოთხი ადამიანის საქმეს ავალებენ, ხელფასს კი დანაკლისით ურიცხავენ. გასულ წელს ამ ხალხს შეპირდნენ ხელფასების გაზრდას. მოტყუებულები დარჩნენ. ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, თუმცა უშედეგოდ დამთავრდა. ადამიანები ითხოვდნენ იმ ხელფასს, რასაც წინა წელს დაპირდნენ, თუმცა დამსაქმებელი შეეცადა მათ დაყოფას, დაშინებას, მუქარას და მივიღეთ ეს გაფიცვა“, – განაცხადა საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.

ამ დრომდე, კომპანიის წარმომადგენლებს გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]