weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო

15:33 სამშაბათი, 18 მაისი 2021

პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, პირველ ეტაპზე აცრები N14 (გეგუთი), N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაწესებულებებში ჩატარდება.

„სისტემა უკვე წელიწადზე მეტია ეფექტურად ებრძვის ვირუსის პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელებას. როგორც მსჯავრდებულებისთვის, ისე თანამშრომლებისათვის ვირუსისგან დასაცავად იმუნიზაციის პროცესი აუცილებელია“, – განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა.

ვაქცინაცია ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს. დღეისთვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში - 120, ხოლო რუსთავში - 30.

ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]