გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის დაწყების თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს.
„სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომლიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია.
ვფიქრობთ, ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული, საჭიროა მოსახლეობას, ასევე, ესენციურ ჯგუფებს, ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა. „სინოვაკით“ ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინაა, რომელიც ჩინეთიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოვიდა. თამარ გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული ვაქცინა 25 ქვეყანაშია რეგისტირებული და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი.
„რიგ შემთხვევაში რეგისტირებულია გადაუდებელი გამოყნებისთვის, რიგ შემთხვევებში კი აქვს სრული რეგისტრაცია. ჩვენთან „სინოვაკს“ დაშვება აქვს გადაუდებელი გამოყენებისთვის, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს მისი გამოყენება ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. რა თქმა უნდა, პაციენტი და მოქალაქე იქნება ინფორმირებილი იმის შესახებ, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე „სინოვაკს“ არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა აქვს გავლილი შუალედური შეფასება“, – განაცხადა გაბუნიამ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია.