weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზა გაიხსნა

10:44 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გაიხსნა. როგორც რეგინფოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აბანოს უღელტეხილზე პირველი ავტომობილი გუშინ გადავიდა.

ამ ეტაპზე, ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიანი გზის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კომპანია შპს „ენერჯი გრუპია“, რომელმაც გასულ წელს გაიმარჯვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. დეპარტამენტმა კომპანიასთან ორწლიანი ხელშეკრულება 2020 წლის 31 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 1 000 000 ლარია.

თუშეთის გზა სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. გზის სიგრძე 72 კილომეტრია, თუმცა მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი.

უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბერში, თითქმის 7 თვით იკეტება. ამ დროიდან მაისის შუა რიცხვებამდე თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. სახიფათო პირობების გამო თუშეთის გზაზე ბევრი ადამიანია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]