გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულს სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას.
„გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები. ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც გულისხმობს მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლას მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ (ჩადენილი ანგარებით). დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.