weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კუსტარულ საამქროში სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაცია ხდებოდა – გამოძიება

12:39 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელია მხილებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულს სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას.

„გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები. ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც გულისხმობს მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლას მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ (ჩადენილი ანგარებით). დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]