weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონებში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

13:12 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სისტემები აამოქმედა.

სისტემები ექვს ადგილზეა განთავსებული:

  • ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
  • თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით 1269 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]