weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს იწყება, ხოლო აცრის პროცესი – 24 მაისს

16:12 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 21 მაისს, 12:00 საათიდან, ხოლო აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

„სინოვაკი“ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

„სინოფარმისგან“ განსხვავებით, „სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიაზაცია ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინა დადებითად არის შეფასებული ჯანმოს იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის უკვე მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. საქართველომ 100 000 დოზა ჩინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შემდეგ ვებ-გვერდზე: https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს. დღემდე 101 415 აცრაა ჩატარებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 15 874 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]