„სინოვაკი“ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.
„სინოფარმისგან“ განსხვავებით, „სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიაზაცია ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინა დადებითად არის შეფასებული ჯანმოს იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის უკვე მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. საქართველომ 100 000 დოზა ჩინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შემდეგ ვებ-გვერდზე: https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს. დღემდე 101 415 აცრაა ჩატარებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 15 874 ადამიანი.