weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბევრი თბილისელი ხულოში აიცრა, აცრებმა შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი – იმნაძე

16:24 პარასკევი, 21 მაისი 2021

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილია, თუცა, ეს ტემპი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია.

იმნაძის თქმით, ბევრ რეგიონში ვაქცინაზე მაღალი მოთხოვნა ჯერჯერობით არ არის.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადგილი რეგიონებში ვაქცინებზე შევსებული იყო თბილისელების მიერ. ბევრი თბილისელი წავიდა და ვთქვათ, ხულოში აიცრა. ადამიანები სამეგრელოს რაიონებში წავიდნენ და აიცრნენ. მინდა გითხრათ, რომ შეიძლება, ჩვენმა აცრების კამპანიამ ცოტა შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი, იმიტომ, რომ ერთი დღით არ წავა ადამიანი ასაცრელად, ხომ? იქ ერთი ორი-სამი დღე მაინც დარჩება. შიდა ტურიზმიც განვავითარეთ“, – თქვა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, მეორე დოზით ვაქცინაციისთვის თბილისში ადგილები დაემატა და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

„მარტო გუშინ კიდევ ათი ახალი კაბინეტი დაემატა. ადგილების დამატება მუდმივად გაგრძელდება და გვინდა, რომ კომფორტი შევუქმნათ ადამიანებს, რათა აღარ მოუწიოთ, ვთქვათ, დასავლეთ საქართველოში წასვლა იმისთვის, რომ აიცრან“, – აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და დღემდე 105 500 აცრაა ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 16 147 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]