weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

26 მაისიდან კანიონებსა და მღვიმეებში ვიზიტორთა მიღება განახლდება

12:30 შაბათი, 22 მაისი 2021

26 მაისიდან საქართველოს ეროვნული პარკები ვიზიტორებისთვის იხსნება. დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ღია იქნება მარტვილის და ოკაცეს კანიონები, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფელი კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს მოუწოდებს, მოგზაურობის დროს გაითვალისწინონ კორონავირუსის პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციები, კერძოდ:

დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას საჭიროა ატაროთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;

▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;

▪ დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;

▪ რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/-ზე

2020 წლის განმავლობაში დაცულ ტერიტორიებს 240 268 ვიზიტორი ეწვია. აქედან, ყველაზე მეტი ვიზიტორი თბილისის ეროვნულ პარკს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს ჰყავდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]