არსებული ინფორმაციით, მწყემსი ფერდობზე დაგორდა. ირაკლი ხვედაგურიძის ინფორმაციით, დაშავებული 53 წლის არის და პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოდანაა.
„იმის გამო, რომ დაშავებულის გადაადგილება ცხენით თუ მანქანით დაუშვებელი იყო, ჭრილობები ადგილზე დავუმუშავე და ამის შემდეგ „112“-ზე დავრეკე“, – უთხრა „რეგინფოს“ ხვედაგურიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაშავებულის დასახმარებლად, მეხანძრე-მაშველები და ექიმები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. მათ მწყემსი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.