weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აშშ-ის საელჩომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს მიმართა

14:35 კვირა, 23 მაისი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციასთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართა. საელჩოს განცხადებით, დიდი დემონსტრაცია დაგეგმილია რესპუბლიკის მოედანზე, რის გამოც ამ არეალში მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეჩერება.

„შეგახსენებთ, დიდი მშვიდობიანი შეკრებებიც კი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს დაპირისპირებასა და ძალადობაში. აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს რეკომენდაცია ეძლევათ, მოერიდონ დემონსტრაციის არეალს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს იმყოფებიან“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

14:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. აქცია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ორგანიზებით იმართება და მას თბილისიდან და რეგიონებიდან უერთდებიან. მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქცია თბილისში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოთხოვნებია: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

 

ამ თემაზე: როგორ აფასებს აშშ-ის ელჩი პოსტსაარჩევნო პროცესებს, ნამოხვანის პროტესტს - ინტერვიუ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]