weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ

19:45 კვირა, 23 მაისი 2021

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სპეციალური აქცია დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამოცხადდა.

ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:

  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;
  • რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:

  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;
  • რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.

„სპეციალური აქციით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომლებსაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]