weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ამ აქციას აფინანსებს ხალხი თითო ლარობით – მაკა სულაძე

19:04 ორშაბათი, 24 მაისი 2021

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, მაკა სულაძის განცხადებით, აქცია, რომელიც მეორე დღეა თბილისში მიმდინარეობს, ხალხის მიერ ფინანსდება. ამის შესახებ სულაძემ რუსთაველის გამზრიზე განაცხადა, სადაც ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

„ზოგიერთ ჟურნალისტს ძალიან აინტერესებს ვინ აფინანსებს ამ აქციას. გეტყვით. ამ აქციას აფინანსებს ხალხი, თითო ლარობით. ეს ხალხი ხართ თქვენ. ამ აქციას აფინანსებენ ჩვენი ემიგრანტები, ჩვენი მებრძოლი ქართველი ქალები და მამაკაცები, რომლებიც ქვეყანას ასაზრდოებენ ამ ქვეყნიდან გადახვეწილნი. მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის, ისინი ჩვენთან ერთად იბრძვიან და ვალდებული ვართ, იმ ადამიანებს მიწა დავახვედროთ“, – განაცხადა მაკა სულაძემ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქციამ გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. მათ დღეს, 12:00 საათამდე მისცეს ხელისუფლებას ვადა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მსვლელობების გამართვა და დედაქალაქის პიკეტირება/პარალიზება დააანონსეს. დღეს მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება მათ მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს მიღმა გადავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]