შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
„ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს - 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებს საგამოძიებო უწყება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.