weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ინფიცირებული გარდაიცვალა

12:29 სამშაბათი, 25 მაისი 2021

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 30 456 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1354 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 4.05%-ია.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1354 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 184

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 129

აჭარა –114

ქვემო ქართლი – 78

კახეთი – 56

მცხეთა-მთიანეთი – 50

შიდა ქართლი – 43

გურია –15

სამცხე-ჯავახეთი – 11

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 821 ინფიცირებული, 15 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 858 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9091 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4094 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 892 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 227 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 673 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 339 315 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 320 777 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4654 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]