weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეჭვი გამიჩნდა რომ ზოგიერთი გადაცემა ფინანსდება – მიქელაძე ნამახვანჰესის პროტესტის გაშუქებაზე

17:01 სამშაბათი, 25 მაისი 2021

„სამწუხაროდ, ამ დღეებში დავინახეთ, რომ ტელევიზიების და მედია ორგანიზაციების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კორპორაციის ინტერესების მხარე ღიად დაიჭირა და სიმართლის დადგენის და საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების ვალდებულება ვერ შეასრულა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის გაშუქებასთან დაკავშირებით.

როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, მას ეჭვი აქვს, რომ ზოგიერთი სატელევიზო გადაცემა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის მიერ ფინანსდება, რადგან „სხვანაირად არ შეიძლება აიხსნას სრულიად დაუბალანსებელი და მთლიანად კორპორაციისა და მისი მენეჯერების რიტორიკაზე დაფუძნებული“ გაშუქება.

„სიმართლე გითხრათ, ეჭვიც კი გამიჩნდა, რომ ზოგიერთ გადაცემას, ტელევიზიების ნაწილში, პირდაპირ აფინანსებს ეს კორპორაცია და ამის შესახებ ეს გადაცემები არც კი ლაპარაკობენ“, – განაცხადა მიქელაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ თავად აქციის ორგანიზატორების მხრიდანაც გართულდა მედიასთან ურთიერთობა, თამთა მიქალაძემ თქვა, რომ ეს სავარაუდოდ მედიის მუშაობის დამსახურებაა.

„მედია არა მხოლოდ არსობრივ დისკუსიას არ ქმნის ამ საკითხზე, არამედ გარკვეულწილად ჩაერთო ამ ჯგუფის ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ მოძრაობად მონიშვნაში და მთელი ამ დროის განმავლობაში ამ მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობდა“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქციამ 23 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. ამ დრომდე აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანზე კარვები აქვთ გაშლილი და დღეს მეორე საპროტესტო მსვლელობის გამართვას აპირებენ.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამოხვანის ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]