weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

დავიძვრებით რიონის ხეობისკენ, არ მივცემთ კომპანიას ხეობის დანგრევის საშუალებას – გოლეთიანი

18:28 სამშაბათი, 25 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ხვალაც შეიკრიბებიან, რის შემდეგაც რიონის ხეობაში დაბრუნდებიან, რათა ხელი შეუშალონ იქ მიმდინარე სამუშაოებს.

ხვალინდელი აქცია თბილისში 16:00 საათზეა დაგეგმილი.

„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ბრძოლის ხაზი რიონის ხეობაში გადის და აქციის მონაწილეები არ აპირებენ, იქ მიმდინარე პროცესებს შეეგუონ.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები უკვე შვიდი თვეა ითხოვენ, რომ ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ხეობა დატოვოს. მათმა საპროტესტო აქციამ თბილისში 23 მაისს გადაინაცვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]