weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1015 ახალი შემთხვევა

11:37 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 39 697 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1015 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1354 ტესტის პასუხი იყო დადებითი.

25 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.56%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3.77%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის – 3.71%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1015 ახალი შემთხვევიდან 550 თბილისშია გამოვლენილი, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 102

იმერეთი – 84

აჭარა – 71

ქვემო ქართლი – 65

შიდა ქართლი – 35

კახეთი – 46

მცხეთა-მთიანეთი – 28

გურია – 14

სამცხე-ჯავახეთი – 12

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1151 პირი, 28 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 13 694 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9082 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3940 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პაციენტი. 218 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 672 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 340 330 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 321 928 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4682 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]