weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კომპანიისთვის რიონის ხეობა სრულად ბლოკირებული იქნება – ვარლამ გოლეთიანი

00:54 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები და მხარდამჭერები თბილისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ, სადაც ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გზა გადაკეტეს. გადაიკეტება რიონის ხეობაში შესასვლელი მეორე გზაც – სოფელ ტვიშში.

ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, რომ ხეობაში არ შეუშვებენ და იქიდან არ გამოატარებენ მხოლოდ კომპანიის ავტომანქანებს, მოსახლეობისთვის კი მოძრაობა არ შეიზღუდება.

„გადაიკეტა ხეობა და სრულად ბლოკირებული იქნება მხოლოდ კომპანიისთვის. ბუნებრივია, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება.

ვიდრე ყველა ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რაც ჩვენ დავაყენეთ დედაქალაქში, ჩვენს აქციებზე, მანამდე იქნება ხეობა გადაკეტილი. აქ შეკრებილი საზოგადოება უზრუნველვყოფთ იმას, რომ გზა არ გაიხსნას.

აქ იქნება მანქანები ჩაყენებული და ყოველდღიურად იქნება იმ რაოდენობის ადამიანი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გზა გადაკეტილი იყოს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სოფელ გუმათში ასობით პოლიციელია მობილიზებული. ისინი 3 აპრილს მოწყობილ ბლოკპოსტთან და 26 მაისს ხელახლა აღმართულ რკინის კედელთან იმყოფებიან.

„ჩვენ არავისზე იერიში არ მიგვაქვს, მშვიდობიანად ვმოქმედებთ. ყველა შესაძლო მცდელობა, რომ შეგვეჩერებინა ეს პროცესი მშვიდობიანად, აქციებით, გაეთვალისწინებინა ხელისუფლებას ის, რომ აქვთ დანაშაული ჩადენილი და წაეღოთ უკან თავიანთი უკანონო ქმედებები, ვხედავთ, რომ ბოლომდე ცდილობენ, თავისი გაიტანონ. ამიტომ, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ დავდგეთ აქ ფიზიკურად და არ მივცეთ საშუალება, რომ კომპანიამ გააგრძელოს სამუშაოები“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]