weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი გუმათში, რკინის ჯებირებთან გრძელდება [LIVE]

22:20 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

რიონის ხეობის შესასვლელთან, სოფელ გუმათში, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში არ უშვებს, დაძაბული ვითარება იყო.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის, საპროტესტო მოძრაობის ლიდერები იქ მყოფი სამართალდამცველებისგან დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.

რკინის ჯებირებთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში შესვლა მოითხოვეს, რისი უფლებაც ბლოკპოსტთან მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოხატვა რკინის ჯებირებზე ხელებისა და ფეხების რტყმით ხმაურის გამოწვევით გააგრძელეს. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, გუშინ, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]